top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

Search

Canva, PowerPoint თუ Gamma AI

  • Jan 12
  • 1 min read

რომელი ინსტრუმენტი ჯობს 

პრეზენტაციის შესაქმნელად 2026 წელს?

ციფრულ ეპოქაში პრეზენტაცია მხოლოდ სლაიდების ნაკრები აღარ არის - ეს არის იდეების გადაცემის, დარწმუნებისა და გავლენის მთავარი ინსტრუმენტი.


მაგრამ რომელი პლატფორმა დაგეხმარება ამ მიზნის მიღწევაში უკეთესად: Canva, PowerPoint თუ Gamma AI?


ამ სტატიაში შევადარებთ 3 ყველაზე პოპულარულ ხელსაწყოს და დაგეხმარებით  არჩევანის გაკეთებაში თქვენი მიზნების  მიხედვით.

  1. Canva - ვიზუალური ეფექტი მინიმალური ძალისხმევით

Canva არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს ლამაზი და თანამედროვე პრეზენტაცია დიზაინის ცოდნის გარეშე.

უპირატესობები:

  • მზა შაბლონების დიდი არჩევანი

  • მარტივი drag & drop ინტერფეისი

  • ძლიერი ვიზუალური სტილი

  • იდეალურია ტრენინგებისთვის, სოციალური მედიისთვის, მარკეტინგისთვის

 ნაკლოვანებები:

  • რთული ანალიტიკური პრეზენტაციებისთვის ნაკლებად მოქნილია

  • ოფლაინ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელია, პრეზენტაციის გადმოწერის შემთხვევაში არ მოყვება ეფექტები, ანიმაციები

Canva საუკეთესოა, თუ გინდა შთამბეჭდავი ვიზუალი სწრაფად და მარტივად ონლაინ რეჟიმში.

 

  1. PowerPoint – კლასიკა, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერია

 PowerPoint(PPT) რჩება კორპორატიული სამყაროს სტანდარტად და ხშირად 

შეუცვლელია ოფიციალური პრეზენტაციებისთვის.

 უპირატესობები:

  • სრული კონტროლი სლაიდების სტრუქტურაზე

  • იდეალურია დიაგრამების, გრაფიკებისა და მონაცემებისთვის

  • ოფლაინ მუშაობის შესაძლებლობა

  • თავსებადია თითქმის ყველა ორგანიზაციულ სტანდარტთან

  • თუ ერთხელ ავაწყობთ ლამაზ შაბლონს, შემდეგ სწრაფი და მარტივია მასში მუშაობა 

ნაკლოვანებები:

  • დიზაინზე მუშაობა მეტ დროს მოითხოვს თუ არ გვაქვს შაბლონი

  • ვიზუალურად ნაკლებად „ცოცხალია“, თუ დიზაინერული უნარები არ გაქვს 

  PowerPoint ჯობს, როცა პრიორიტეტია სიზუსტე, სტრუქტურა და ოფიციალურობა.

 

  1. Gamma AI – პრეზენტაციები ხელოვნური ინტელექტით

Gamma AI არის ახალი თაობის ინსტრუმენტი, რომელიც პრეზენტაციის შექმნას მთლიანად AI-ზე აგებს.

 უპირატესობები:

  • იდეის ან ტექსტის შეყვანით ავტომატურად ქმნის პრეზენტაციას

  • ძალიან სწრაფი პროცესი

  • თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი

  • იდეალურია პიჩებისთვის და იდეების წარდგენისთვის

 ნაკლოვანებები:

  • დიზაინზე დეტალური კონტროლი შეზღუდულია

  • ტრადიციული PPT მომხმარებლებისთვის ნაკლებად ნაცნობი ფორმატია

  • არ აქვს ქართული ენა, თუმცა შესაძლებელია თარგმნა

 Gamma AI იდეალურია,თუ გინდა შედეგი სწრაფად და მინიმალური ჩართულობით.

 

 შეჯამება: საბოლოო არჩევანი შენი მიზნიდან გამომდინარე უნდა გააკეთო

  • 🎨 სილამაზე და სიმარტივე → Canva

  • 📊 პროფესიონალიზმი და კონტროლი → PowerPoint

  • ⚡ სისწრაფე და AI → Gamma AI 

საუკეთესო ინსტრუმენტი არ არსებობს ყველასთვის ერთნაირი - არსებობს სწორი ინსტრუმენტი კონკრეტული ამოცანისთვის.


*თუ გინდა სამივე ინსტრუმენტი ერთ ტრენინგში სწრაფად და მარტივად ისწავლო, შემოგვიერთდი ორდღიან ტრენინგზე: https://www.ldschool.ge/courses/პრეზენტაციის-დიზაინი

 
 
 

Comments


  • Facebook
  • LinkedIn

კონტაქტი

Tel: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page