top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

NPS 
94

ჩვენი ტრენინგები მონაწილეებმა უმაღლესი მაჩვენებლით შეაფასეს! რას ნიშნავს ასეთი მაღალი NPS?

▫︎ ტრენინგები ეფექტური და კარგად ორგანიზებული იყო.

▫︎ მონაწილეები კმაყოფილნი დარჩნენ ცოდნის დონით, პრაქტიკულობით ან პრეზენტაციით.

▫︎ ტრენერმა/მენტორმა ძალიან მაღალი შთაბეჭდილება დატოვა.

▫︎ ბენეფიტები, რაც ტრენინგიდან მიიღეს, მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოლოდინს.

პრეზენტაციის უნარის ტრენინგის გავლისას, გავეცანით პრეზენტაციის სტრუქტურის აწყობის, როგორც ტექნიკურ ასევე შინაარსობრივ ტექნიკებს. დავამუშავეთ სხვადასხვა თემები, როგორიცაა ვიზუალების ეფექტურად გამოყენება, story telling-ის ტექნიკების გამოყენება,რაც გამიმარტივებს ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. კურსის ბოლოს, თითოეულმა თანამშრომელმა პრაქტიკული დავალების საფუძველზე, ავირჩიეთ სასურველი თემა და ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომლითაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ ჩვენი უნარები"

სალომე შენგელია,

GWP-ს უფროსი HR მენეჯერი

ეფექტური მომსახურების და გაყიდვების ტრენინგი იყო ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად ჩატარებული. 

პრაქტიკული მაგალითები და რჩევები ნამდვილად დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა, როგორ გავაუმჯობესო მომხმარებელთან კომუნიკაცია და გავზარდო გაყიდვები. 

ვურჩევ ყველას, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით 

სალომე შათირიშვილი, გენერალური დირექტორის თანაშემწე, შპს დიო

კომუნიკაციების ტრენინგი ჩემთვის ძალიან ღირებული გამოცდილება იყო, რადგან ტრენერი თავად არის შესანიშნავი მაგალითი ეფექტური და სწორი კომუნიკაციისა.
ჯგუფში მხარდამჭერი და ღია გარემო იყო შექმნილი, რაც მონაწილეებს საშუალებას გვაძლევდა აქტიურად ვყოფილიყავით ჩართულები, დაგვესვა კითხვები, გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილებები და ერთმანეთისგანაც გვესწავლა.

L&D სკოლის ტრენინგს პირველად დავესწარი და უკვე ვგეგმავ მომდევნო ტრენინგზე დასწრებასაც.

თამარ ძამაშვილი, ავერსი-რაციონალი, ადმინისტრაციული მენეჯერი, გარე ტრენინგების კოორდინატორი

ტრენერების ტრენინგის გავლისას შევისწავლე, როგორც ტრენინგის ჩატარებისა და ჯგუფის მართვის მეთოდები, ასევე, შევიძინე პრეზენტაციის აწყობისა და წარდგენის უნარები.ტრენინგის განმავლობაში გვქონდა პრაქტიკული დავალებები, რაც დამეხმარა გამომევლინა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და მემუშავა მათ, როგორც ტრენერის უნარების, გაუმჯობესებაზე " 

მარიამ ბარბაქაძე, საოპერაციო პროცედურების განვითარებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ტრენერთა ტრენინგი პრაქტიკაზე ორიენტირებული და სტრუქტურირებული იყო, რაც უკვე მეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.

ტრენერის უშუალო დამოკიდებულებამ და მხარდაჭერამ დამატებით მომცა თავდაჯერება და მოტივაცია."

კომუნიკაცია ენა მეტყველების თერაპევტი - სოფიო ქურასბედიანი

როდესაც მინდა მივიღო თანამედროვე მიდგომებით და უახლესი ინფორმაციით გაჯერებული ტრენინგი, ყოველთვის ვაკითხავ ელენეს და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ!
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ეს ყოფილა- „ეფექტური კომუნიკაცია“ ეს არის ის, რომლის გავლის შემდეგ აცნობიერებ, რომ პირველ რიგში, საკუთარი პიროვნული განვითარების პროცესში კიდევ ერთი მყარი აგური დადე. დიდი მადლობა ამისთვის!
ჩემი უდიდესი ნდობა და რეკომენდაცია ელენესა და მისი გუნდის პროფესიონალიზმს"

სოფიკო კენკებაშვილი, გის/დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი", გის და დზ ექსპერტი, ATD-ის მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი 

ეფექტური მომსახურების და გაყიდვების ტრენინგი დამეხმარა უკეთ გავაანალიზო მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა გაყიდვების პროცესში.  ძალიან ეფექტურად იყო გაწერილი თეორიისა და პრაქტიკის ბალანსი. მსგავსი ტიპის ტრენინგები რეალურად ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჯგუფური სავარჯიშოები, რომლებმაც პრაქტიკულად მაჩვენეს, როგორ დავძლიო გაყიდვებთან დაკავშირებული ყოველდღიური გამოწვევები.. -

თაკო ხვთისიაშვილი, ადამიანური რესტურსების მართვის სპეციალისტი, შპს დიო

ტრენერთა ტრენინგი მართლაც ღირებული და ინსპირაციული გამოცდილება იყოს ჩემთვის.
პროფესიონალურად და გულწრფელად ჩატარებული, კარგად სტრუქტურიზებული და პრაქტიკა-თეორიაზე დაფუძნებული პროგრამა.
დიდი მადლობა ასეთი კარგი, მხარდამჭერი და მოტივაციური გარემოსთვის" 

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ ტექნიკური მენეჯერი- გიორგი მგელაძე.

  • Facebook
  • LinkedIn

კონტაქტი

Tel: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page