top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

04251a20.png
Search

როგორ მართავს ჩვევები ჩვენს ქცევას: ჩვევის 4 ეტაპი და ქცევის ცვლილების კანონები

  • 4 days ago
  • 2 min read

ალბათ ხშირად გიგრძვნიათ,რომ ახალი წლის დადგომისას ან ორშაბათიდან 

ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გეგმავთ,მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ბრუნდება.

საქმე იმაშია,რომ დიდი ცვლილებები 

იშვიათად მუშაობს ხანგრძლივ 

პერსპექტივაში. ჯეიმს ქლიერი თავის წიგნში „ატომური ჩვევები“ სრულიად განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს: ნუ ეცდებით ცხოვრების ერთ დღეში შეცვლას, უბრალოდ იყავით 1%-ით უკეთესი ყოველდღე.


ჩვევები ჩვენი ყოველდღიურობის 

უხილავი არქიტექტორია. იმისათვის, რომ სასურველი ჩვევები მარტივად დავნერგოთ და მავნე ქცევებს დავემშვიდობოთ, ჯერ უნდა გავეგოთ, როგორ მუშაობს ტვინი ამ დროს.


ნებისმიერი ჩვევა,ყავის დალევიდან დაწყებული სოციალურ ქსელებში სქროლვით 

დამთავრებული, 4-ეტაპიან ციკლს გადის:

1. სიგნალი

2. სურვილი

3. რეაქცია

4. ჯილდო

სიგნალი აქტიურდება და მოქმედების 

სტიმულს აძლევს ტვინს.


ეს არის მცირედი ინფორმაცია, რომელიც ჯილდოს გვპირდება.

ის მამოტივირებელი ძალაა, რომელიც 

ნებისმიერი 

ჩვევის მიღმა დგას.

გამოავლენ თუ 

არა რეაქციას, დამოკიდებულიაიმაზე,თუ 

რამდენად მოტივირებული ხარ და რამდენად დიდი ძალისხმევაა დაკავშირებული მოქმედებასთან.

ჯილდო ნებისმიერიჩვევის საბოლოო 

მიზანია.

როგორ გამოვიყენოთ ეს 4 ეტაპი პრაქტიკაში?

ამ ციკლზე დაყრდნობით, ჯეიმს ქლიერი გვთავაზობს ქცევის ცვლილების 4 ოქროს კანონს:

  1. გახადე თვალსაჩინო (სიგნალი)

ჩვენი ტვინი გარემოზე რეაგირებს. თუ გინდათ, რომ მეტი წყალი დალიოთ, დაიდგით წყლით სავსე ბოთლი პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე. შექმენით ისეთი გარემო,სადაც სასურველი ჩვევის სიგნალი ყოველთვის 

თვალწინ გექნებათ.

  1. გახადე მიმზიდველი (სურვილი)

ტვინს უყვარს დოფამინი - ჯილდოს მოლოდინის ჰორმონი. დააკავშირეთ ის მოქმედება, რომელიც უნდა გააკეთოთ, იმ მოქმედებასთან, რომელიც გიყვართ. მაგალითად: „ჩემს საყვარელ პოდკასტს მოვუსმენ მხოლოდ მაშინ, როცა ვვარჯიშობ“.

  1. გახადე მარტივი (რეაქცია)

ნუ დაისახავთ მიზნად დღეში 1 საათი კითხვას, ეს ხშირად შიშს იწვევს. დაიწყეთ „2 წუთის წესით“: წაიკითხეთ დღეში მხოლოდ 2 გვერდი. მთავარია დაწყების ბარიერის მაქსიმალურად შემცირება.

  1. გახადე სასიამოვნო (ჯილდო)

ტვინი იმ ქცევას იმეორებს, რომელსაც მყისიერი სიამოვნება მოაქვს. გაუკეთეთ თავს პატარა საჩუქარი ან ასიამოვნეთ საკუთარი თავი ყოველი შესრულებული დავალების შემდეგ.


თუ ცუდი ჩვევის მოშორება გურთ,უბრალოდ გამოიყენეთ ეს კანონები საპირისპიროდ - გახადეთ სიგნალი - უხილავი, სურვილი - არამიმზიდველი, რეაქცია - რთული და ჯილდო უკმაყოფილების მომტანი.

 

შედეგი არ არის ერთჯერადი “გმირობის” ნაყოფი -ის ხშირად აწყობილი სისტემის 

დამსახურებაა. დაიწყეთ მცირედით და პატარა ატომური ცვლილებები დიდ შედეგამდე მიგიყვანთ.



ჯეიმს ქლიერი „ატომური ჩვევები“

 

 
 
 

Comments


  • Facebook
  • LinkedIn
bottom of page