ჩვენი კლიენტები
რას ამბობენ ჩვენზე
პრეზენტაციის უნარის ტრენინგის გავლისას, გავეცანით პრეზენტაციის სტრუქტურის აწყობის, როგორც ტექნიკურ ასევე შინაარსობრივ ტექნიკებს. დავამუშავეთ სხვადასხვა თემები, როგორიცაა ვიზუალების ეფექტურად გამოყენება, story telling-ის ტექნიკების გამოყენება,რაც გამიმარტივებს ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. კურსის ბოლოს, თითოეულმა თანამშრომელმა პრაქტიკული დავალების საფუძველზე, ავირჩიეთ სასურველი თემა და ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომლითაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ ჩვენი უნარები"
სალომე შენგელია,
GWP-ს უფროსი HR მენეჯერი
ტრენერების ტრენინგის გავლისას შევისწავლე, როგორც ტრენინგის ჩატარებისა და ჯგუფის მართვის მეთოდები, ასევე, შევიძინე პრეზენტაციის აწყობისა და წარდგენის უნარები.ტრენინგის განმავლობაში გვქონდა პრაქტიკული დავალებები, რაც დამეხმარა გამომევლინა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და მემუშავა მათ, როგორც ტრენერის უნარების, გაუმჯობესებაზე " -
მარიამ ბარბაქაძე, საოპერაციო პროცედურების განვითარებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეფექტური მომსახურების და გაყიდვების ტრენინგი დამეხმარა უკეთ გავაანალიზო მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა გაყიდვების პროცესში. ძალიან ეფექტურად იყო გაწერილი თეორიისა და პრაქტიკის ბალანსი. მსგავსი ტიპის ტრენინგები რეალურად ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჯგუფური სავარჯიშოები, რომლებმაც პრაქტიკულად მაჩვენეს, როგორ დავძლიო გაყიდვებთან დაკავშირებული ყოველდღიური გამოწვევები.. -
თაკო ხვთისიაშვილი, ადამიანური რესტურსების მართვის სპეციალისტი, შპს დიო
ეფექტური მომსახურების და გაყიდვების ტრენინგი იყო ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად ჩატარებული.
პრაქტიკული მაგალითები და რჩევები ნამდვილად დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა, როგორ გავაუმჯობესო მომხმარებელთან კომუნიკაცია და გავზარდო გაყიდვები.
ვურჩევ ყველას, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით
სალომე შათირიშვილი, გენერალური დირექტორის თანაშემწე, შპს დიო














