რა არის ემოციური ინტელექტი? მარტივად და გასაგებად
- Ele Zerekidze
- Sep 26
- 1 min read
თუ ოდესმე გიფიქრია, რატომ ახერხებენ ზოგი ადამიანები სხვებთან სწრაფად დამეგობრებას, მარტივად აგვარებენ კონფლიქტებს ან დიდი სირთულეების მიუხედავად მშვიდად ინარჩუნებენ კონცენტრაციას, პასუხი ერთია - ემოციური ინტელექტი.
რა არის ემოციური ინტელექტი?
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უნარი, გავიგოთ საკუთარი და სხვისი ემოციები, სწორად გამოვიყენოთ და საჭიროებისამებრ ვმართოთ ისინი.

სამი მთავარი თეორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ
1. სალოვეი და მეიერი – უნარების მოდელი
მათი აზრით, EQ - ემოციური ინტელექტი აერთიანებს შემდეგ უნარებს:
ემოციის ამოცნობა
ემოციის გამოყენება აზროვნებაში (მაგ., კრეატიულობისთვის),
ემოციის გაგება და ახსნა
ემოციის მართვა
2. დანიელ გოლმანი – შერეული მოდელი
გოლმანის წყალობით EQ ფართო საზოგადოებამ გაიცნო. მისი ხედვით, ემოციური ინტელექტი შედგება ხუთი კომპონენტისგან:
თვითშეგნება
თვითკონტროლი
მოტივაცია
ემპათია
სოციალური უნარები.
3.პიროვნული თვისებების მოდელი - Thrait Model
ეს მოდელი ამბობს, რომ ემოციური ინტელექტი უფრო პიროვნული მახასიათებელია და შესაძლოა დამოკიდებული იყოს ისეთ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა:
ემოციური თვითშეფასება(რამდენად დარწმუნებული ხარ რომ შეგიძლია ემოციების მართვა), ემპათია, სტრესთან გამკლავება, ოპტიმიზმი, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.
სალოვეი–მეიერის „Ability Model“ სუფთა უნარებზე ფოკუსირებულია , „Trait Model“- პიროვნულ თვისებებზე, ხოლო დანიელ გოლმანის მოდელი ითვალისწინებს როგორც უნარებს, ასევე თვისებებს, სწორედ ამიტომ მას შერეულ მოდელსაც უწიდებენ.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს EQ?
პირად ცხოვრებაში – ურთიერთობები უფრო ჯანსაღი და გამძლე ხდება.
სამსახურში – ლიდერობა, გუნდურობა და ეფექტიანი კომუნიკაცია უმჯობესდება.
ყოველდღიურობაში – სტრესს მარტივად ვუმკლავდებით და მეტი სიხარულიც გვრჩება.
როგორ გავზარდოთ ემოციური ინტელექტი?
✔️ დღეისგან დაწყება შეიძლება:
ყურადღება მიაქციე, რას გრძნობ ამ მომენტში.
რეაგირებამდე ცოტა ხნით შეჩერდი და ჩაისუნთქე.
მოუსმინე სხვას ისე, რომ მის გრძნობებს ხედავდე
ივარჯიშე ოპტიმიზმში – ყოველ სიტუაციაში ეძებე პოზიტიური მხარე.
ემოციური ინტელექტი არ არის უბრალოდ „რბილი უნარი“. ეს არის რეალური ინსტრუმენტი, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანია.
*L&D სკოლა გთავაზობთ კორპორატიული ტრენინგებს რბილი უნარების მიმართულებით - დეტალებისთვის მოგვწერეთ.





Comments