ინტერვიუ: ტალანტების განვითარების ღირებულება, ევოლუცია და მომავლისთვის საჭირო უნარები
- Feb 4
- 2 min read

ინტერვიუს რესპონდენტი: Russell Babcock, CPTD, გამოცდილი სტრატეგიული ტალანტების განვითარების ლიდერი, რომელიც საპენსიო ეტაპზე ბედნიერად გადასვლის შემდეგაც აქტიურად გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. იგი იკავებდა სწავლებისა და განვითარების (L&D) და ტალანტების განვითარების (TD) ლიდერულ პოზიციებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებაში, ფინანსებში, დაზღვევასა და სპორტში.მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, მაგისტრის ხარისხი ტაფტსის უნივერსიტეტში და ფლობს ATD-ის მიერ გაცემულ CPTD სერტიფიკატს.
ინტერვიუს ავტორი: ელენე ზერეკიძე, L&D კონსულტანტი და ტრენერი
უპირველესად, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო რესპონდენტს დათმობილი დროისა და ღია, შინაარსიანი საუბრისთვის. ეს საუბარი მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიული გამოცდილების გაზიარების, ისე TD სფეროს თანამედროვე ხედვების უკეთ გააზრებისთვის.
🔹 როგორ ხედავთ ტალანტების განვითარების სფეროს დღევანდელ რეალობაში?
Russell: TD(ტალანტების განვითარება)-ის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე ფოკუსი უფრო ტრენინგზე იყო, დღეს კი საუბარია ტალანტის აღმოჩენაზე, განვითარებასა და შენარჩუნებაზე. სწორედ ამიტომ შეიცვალა ATD-ის სახელწოდებაც: American Society for Training and Development-დან Association for Talent Development-ზე. ეს ცვლილება ასახავს იმას, რომ ყველა ორგანიზაციას აქვს ტალანტი და მთავარი კითხვაა - როგორ ვპოულობთ და ვავითარებთ მას.
🔹 რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენცია TD პროფესიონალისთვის?
Russell: ერთ-ერთი საკვანძო უნარია ორგანიზაციული შესაძლებლობების ხედვა. TD პროფესიონალმა უნდა გაიგოს:
როგორ მუშაობს ორგანიზაცია;
როგორ ქმნის ღირებულებას;
რა უნარებია საჭირო მიზნების მისაღწევად.
ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სწორი განვითარების ინიციატივები შევქმნათ - იქნება ეს ლიდერობა, ციფრული უნარები თუ პროფესიული განვითარება.
🔹 რა თემებია დღეს ყველაზე აქტუალური პროფესიულ განვითარებაში?
Russell: დღეს თითქმის ყველა ინდუსტრიაში აქტუალურია:
AI და ტექნოლოგიური წიგნიერება
ციფრული მოქნილობა (Digital Fluency)
ადაპტაცია ცვლილებებთან
პროფესიული განვითარება აღარ არის მხოლოდ კარიერული წინსვლა - ის მჭიდროდ უკავშირდება პიროვნულ განვითარებასაც, რადგან ადამიანს სჭირდება მოქნილობა, სწავლის უნარი და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
🔹 რა არის ორგანიზაციების ყველაზე ხშირი პრობლემა თქვენი გამოცდილებით?
Russell: ყველა ინდუსტრიაში საერთო პრობლემა არის ლიდერობა. ხშირად ორგანიზაციები ლიდერებად აწინაურებენ საუკეთესო ტექნიკურ სპეციალისტებს და არა იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად აქვს:
ადამიანების განვითარების სურვილი;
სოციალური გავლენა;
ემოციური ინტელექტი.
რეალური ლიდერის მთავარი პასუხისმგებლობა არის თავისი გუნდის განვითარება. თუ ლიდერს არ აინტერესებს ადამიანების ზრდა, მაღალი შედეგებიც დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
🔹 შეუძლია თუ არა ტრენინგებს ლიდერობის უნარების განვითარება?
Russell: დიახ, აბსოლუტურად. განსაკუთრებით ეფექტურია:
ქოუჩინგზე დაფუძნებული მიდგომები (მაგ. GROW მოდელი);
უკუკავშირის კულტურის განვითარება;
მიზნების დასახვა და პროგრესის შეფასება.
ტრენინგი არ უნდა იყოს მხოლოდ ცოდნის გადაცემა - ის უნდა ეხმარებოდეს ლიდერს, გახდეს ქოუჩი საკუთარი გუნდისთვის.
🔹 რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები მომდევნო წლებში?
Russell: World Economic Forum-ის და სხვა კვლევების მიხედვით, წამყვანი უნარები იქნება:
მოქნილობა და ადაპტაცია
კრიტიკული აზროვნება
კომუნიკაცია
კომუნიკაცია არ არის მხოლოდ საუბარი - ეს არის ურთიერთობა, მოსმენა და რეალური ჩართულობა. ლიდერის ეფექტიანობა ხშირად სწორედ ამ უნარზე დგას.
🔹 თქვენი გზავნილი L&D პროფესიონალებისთვის
Russell:L&Dარის სფერო,რომელიც გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო ნებისმიერ ინდუსტრიაში და მოახდინო რეალური გავლენა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე. მთავარია, მუდმივად სწავლობდე, ადაპტირდებოდე და არ დაკარგო ადამიანებზე ორიენტირებული ხედვა.







Comments