top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

ტრენერების ტრენინგი - TOT

ხანგრძლივობა

20 საათი, 2 თვე

ფასი

900 ლარი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრენინგის სტრუქტურა, მასალების შექმნის პროცესი და გაიუმჯობესონ ტრენინგის ჩატარების უნარები. ტრენინგზე გამოყენებული იქნება ATD საერთაშორისო ინსტიტუტში მიღებულოი ცოდნა და გამოცდილება.


ტრენერი

ელენე ზერეკიძე - L&D სკოლის დამფუძნებელი, CPTD კანდიდატი, ტრენერობის 11+ წლიანი გამოცდილება


კურსის განრიგი

ტრენინგის ხანგრძლივობა - 20 საათი, 10 შეხვედრა, 2 თვე

დაწყების თარიღი: 5 დეკემბერი

განრიგი: კვირაში ერთი დღე, პარასკევი: 10:00 -12:00 სთ

ფორმატი: შერეული - 4 შეხვედრა ადგილზე

მსმენელებთან გაზიარებული იქნება დისტანციური შეხვედრების ჩანაწერები


კურსის შინაარსი

1.ტრენინგის მომზადება - პირველი ფაზა

მეცნიერება ეფექტური ტრენინგის მიღმა: მალკოლმ ნოულსი - სწავლის მოტივატორები, კარლ როჯერსი - მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, Behaviorism, Cognitivism, Constructivism

▪ ტრენინგ კურსის შექმნის პროცესი და ADDIE მოდელი

▪ საჭიროებების ანალიზი

▪ მსმენელების ანალიზი

▪ უნარების მატრიცა და GAP ანალიზი

▪ Workshop – SWOT ანალიზი


2. ტრენინგ კურსის მასალების შექმნა და დიზაინი

▪ კურსის მაკრო და მიკრო დონეების განსაზღვრა

▪ კურსის სტრუქტურის შემუშავება

▪ ტრენინგისთვის საჭირო მასალების შექმნა

▪ თანამედროვე პლატფორმების გამოყენება მასალების შექმნის პროცესში(Canva, Easil, Microsoft forms, Mentimeter)

პრაქტიკა - მასალების შექმნა ტრენერის კონსულტაციებით


3. ეფექტური პრეზენტაციების უნარები

▪ კარგი პრეზენტაციის მახასიათებლები

▪ პრეზენტაციისთვის საჭირო პიროვნული უნარები

▪ ემოციების მართვა

▪ პრეზენტაციისთვის მომზადება

▪ პრეზენტაციის სტრუქტურა

▪ Storytelling


4. MS PowerPoint-ში მუშაობის ტექნიკა და სტანდარტები

▪ ინტერფეისის ზოგადი მიმოხილვა

▪ PPT დიზაინის სტანდარტები

▪ ტექსტის დამატება, ფორმატირება, ფოტოების და გრაფიკების ჩასმა

▪ შაბლონების შექმნა -Slidemaster

▪ სხვა პლატფორმების ინტეგრაცია PPT-თან

▪ რჩევები და საუკეთესო პრაქტიკები


5. პრეზენტაციის ჩატარება და უკუკავშირი

▪ პრაქტიკული დავალება და პრეზენტაციის უნარებზე მუშაობა


6. მსმენელებთან კომუნიკაცია

▪ კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კომპონენტები

▪ ინფორმაციის გადაცემისა და მიღების თავისებურებები

▪ სუბიექტური რეალობა

▪ სხეულის ენა

▪ უკუკავშირის გაცემა და მიღება


7. ტრენინგის ჩატარების მეთოდები და ჯგუფის მართვა

▪ კონცენტრაცია ტრენინგის დროს

▪ სავარჯიშოების ტიპები

▪ ტრენერის და მსმენელების თვისებები

▪ მსმენელების მართვის მეთოდები

▪ სტრესის მართვა და ემოციური ინტელექტი


8. ტრენინგის ჩატარება და უკუკავშირი

▪ პრაქტიკული დავალება, ტრენინგის ჩატარება და

ინდივიდუალური უკუკავშირის რეპორტების გაცემა


9. ტრენინგის ხარისხის და ეფექტურობის შეფასების მეთოდები

▪ ტრენინგის ხარისხის შეფასება

▪ Kirkpatrick - ის ოთხდონიანი შეფასების მოდელი


  1. ინდივიდუალური შეხვედრა ტრენინგის ყველა მონაწილესთან


ტრენინგის მონაწილეების შეფასება

კურსის ბოლოს ჩატარებული პრაქტიკული დავალების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.


ინდივიდუალური კონსულტაცია

კურსის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაცია და მიეცემათ რეკომენდაციები

  • Facebook
  • LinkedIn

კონტაქტი

Tel: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page