top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

კომუნიკაციის მნიშვნელოვნება ზრდასრულებთან და ბავშვებთან

ხანგრძლივობა

ფასი

2 შეხვედრა

100 ლარი

კურსის ტრენერები

ელენე ზერეკიძე
ელენე ზერეკიძე

სწავლებისა და განვითარების სკოლის დამფუძნებელი, ფინანსების მაგისტრი, L&D მენეჯერი, 2500 ზე მეტი დატრენინგებული სტუდენტი, ტრენერობის 12 წლიანი გამოცდილება

სოფიო ქურასბედიანი
სოფიო ქურასბედიანი

კომუნიკაცია ენა მეტყველების მაგისტრი, ბავშვთა განვითარებისა და ტრენინგ ცენტრის დამფუძნებელი,  მეტყველების თერაპევტად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. 

კურსის მიზნები

კურსის მთავარი მიზანია მსმენელებ მისცეს კომპლექსური ცოდნა კომუნიკაციის არსის, მოდელებისა და ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფორმირების კანონზომიერებების შესახებ.

კონკრეტული მიზნები მოიცავს:

  • თეორიული საფუძვლების შესწავლა: კომუნიკაციის ძირითადი მოდელი, ეფექტური და არაეფექტური კომუნიკაციის შედეგები და „ხმაურის“ გავლენა ინფორმაციის გადაცემაზე.

  • საკომუნიკაციო ფორმების დიფერენცირება: ვერბალური (ტონი, ტემპი, აქტიური მოსმენა) და არავერბალური (სხეულის ენა, მიმიკა, ჟესტები, თვალით კონტაქტი) სიგნალების ამოცნობისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.

  • აღქმის ფსიქოლოგიის გააზრება: სუბიექტური რეალობის, ფაქტებისა და აზრების გამიჯვნის, ასევე აღქმის ფილტრების შესწავლა, რომლებიც იწვევენ გაუგებრობებს.

  • განვითარების ასაკობრივი დინამიკის ანალიზი: ჩვილობის, ადრეული ბავშვობის (3 წლამდე), სკოლამდელი (3-6 წელი), სასკოლო და გარდატეხის ასაკის საკომუნიკაციო თავისებურებების, თამაშის როლისა და ოჯახთან/თანატოლებთან ურთიერთობის ტრანსფორმაციის გაანალიზება.

 

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს:

ცოდნა და გაცნობიერება

  • განმარტოს კომუნიკაციის არსი, მისი გავლენა ურთიერთობების ხარისხზე და დაახასიათოს კომუნიკაციის პროცესის თითოეული კომპონენტი.

  • აღწეროს ადამიანის საკომუნიკაციო უნარების განვითარების ეტაპები 0-დან მოზარდობამდე (მზერითი კონტაქტიდან და სოციალური ღიმილიდან დაწყებული, ციფრულ კომუნიკაციამდე და მოზარდობის კრიზისებამდე).

  • აიხსნას განსხვავება შეფასებასა და ინტერპრეტაციას შორის და ჩამოთვალოს ის ფაქტორები, რომლებიც აყალიბებენ სუბიექტურ რეალობას.

უნარები- პრაქტიკული გამოყენება

  • პრაქტიკაში გამოიყენოს აქტიური მოსმენის ტექნიკები და სწორად გაშიფროს არავერბალური და ვერბალური სიგნალები ყოველდღიურ გარემოში.

  • ეფექტური უკუკავშირი: ჩამოაყალიბოს და გასცეს კონსტრუქციული უკუკავშირი, მინიმუმამდე დაიყვანოს მესიჯის „გზაში დაკარგვის“ ან დამახინჯების რისკები.

  • კონფლიქტების პრევენცია: მოახდინოს ერთი და იმავე სიტუაციის სხვადასხვა ინტერპრეტაციის ანალიზი, განასხვავოს ფაქტები აზრებისგან და მართოს გაუგებრობები.

  • ასაკობრივი მიდგომების მორგება: შეარჩიოს ბავშვთან/მოზარდთან ურთიერთობის შესაბამისი ფორმა მისი ასაკობრივი განვითარების (მაგ. წარმოსახვითი თამაშის, „რატომ?“ ეტაპის ან გარდატეხის ასაკის კრიზისის) გათვალისწინებით.

 

 

კურსის შინაარსი

 

1. კომუნიკაციის არსი და მნიშვნელობა

  • რა არის კომუნიკაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი

  • ეფექტური vs არაეფექტური კომუნიკაციის შედეგები

  • კომუნიკაციის გავლენა ურთიერთობების ხარისხზე

  • რეალური მაგალითები სამუშაო გარემოდან

2. კომუნიკაციის ტიპები

ვერბალური კომუნიკაცია

  • სიტყვების მნიშვნელობა და შერჩევა

  • ტონის, ტემპის და სიცხადის როლი

  • აქტიური მოსმენა (Active Listening ტექნიკები)

არავერბალური კომუნიკაცია

  • სხეულის ენა (Body Language)

  • მიმიკა, ჟესტები

  • თვალით კონტაქტი

  • ხმის ტონი (პარავერბალური ნაწილი)

  • არავერბალური სიგნალების ინტერპრეტაცია

 პრაქტიკული ნაწილი: „რა მესმის რეალურად?“ – კომუნიკაციის დაშიფვრა/გაშიფვრა

3. კომუნიკაციის პროცესი

  • კომუნიკაციის მოდელი:

    • გადამცემი (Sender)

    • მესიჯი (Message)

    • არხი (Channel)

    • მიმღები (Receiver)

    • უკუკავშირი (Feedback)

  • „Noise“ — რა უშლის ხელს სწორ კომუნიკაციას

  • როგორ ვკარგავთ მესიჯს გზაში

  • ეფექტური უკუკავშირის მიცემის პრინციპები

 პრაქტიკა: მესიჯის ტრანსფორმაციის სავარჯიშო

4. სუბიექტური რეალობა

  • რას ნიშნავს „ყველას თავისი რეალობა აქვს“

  • აღქმის ფილტრები:

    • გამოცდილება

    • რწმენები

    • ემოციები

  • როგორ იბადება გაუგებრობა

  • შეფასება vs ინტერპრეტაცია

  • ფაქტებისა და აზრების გარჩევა

 სავარჯიშო: ერთი სიტუაცია - სხვადასხვა ინტერპრეტაცია

5. კომუნიკაციის საწყისები ჩვილობიდან (0–12 თვე)

·      კომუნიკაცია

·      მზერა და თვალით კონტაქტი

·      სოციალური ღიმილი

·      ჟესტები და მიმიკა

·      რეაგირება ხმაზე და ადამიანზე

·      ერთობლივი ყურადღება,მიბაძვის საწყისები

·      ვოკალიზაცია და პირველი კომუნიკაციური მცდელობები

·      ემოციური კავშირისა და უსაფრთხოება

 6. კომუნიკაციის განვითარება ადრეულ ბავშვობაში (12 თვიდან – 3 წლამდე)

·      ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

·      არავერბალური კომუნიკაციის მაგალითები

·      კომუნიკაცია სიტყვებით არ იწყება

·      კომუნიკაცია როგორც ურთიერთობის ფორმა

·      თამაშის მნიშვნელობა კომუნიკაციის განვითარებაში

·      ერთობლივი თამაში და სოციალური ინტერაქცია

·      გარემოსა და უფროსის როლი  საკომუნიკაციო უნარების ჩამოყალიბებაში

7. 3–6 წელი წარმოადგენს კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობებისა და თვითგამოხატვის აქტიური განვითარების პერიოდს.

·      ენისა და მეტყველების აქტიური განვითარება და მეტყველების კავშირი კომუნიკაციასთან

·      ლექსიკური მარაგის ზრდა,წინადადებების ფორმირება,დიალოგში ჩართვა

·      „რატომ?“ ეტაპი და კითხვების მნიშვნელობა

·      წარმოსახვითი თამაში და კომუნიკაცია

·      სოციალური კომუნიკაციის განვითარება

·      თანატოლებთან ურთიერთობა

·      ემოციების სიტყვიერად გამოხატვა

8. სკოლის ასაკი და გარდატეხის პერიოდი

·      კომუნიკაციის ცვლილება სკოლის ასაკში

·      სოციალური ურთიერთობები და თანატოლებთან ურთიერთობა

·      ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის უნარები

·      თვითგამოხატვა და საკუთარი აზრის დაფიქსირება

·      ემოციების მართვა და კომუნიკაცია

·      ციფრული კომუნიკაცია და სოციალური სივრცე

·      მოზარდის თვითშეფასება და კომუნიკაცია

·      ოჯახთან კომუნიკაციის ცვლილება გარდატეხის ასაკში

·      კონფლიქტური და ჯანსაღი კომუნიკაცია

·      ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობა


კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი

  • Facebook
  • LinkedIn

კონტაქტი

Tel: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page