top of page
სწავლებისა და განვითარების სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და განვითარების

L&D School

დროის მართვა და სტრესის კონტროლი

ხანგრძლივობა

6 საათი

ფასი

თანხმდება კორპორატიულად

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნა დროის ეფექტური მართვისა და სტრესის კონტრლისათვის. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ დაგეგმონ თავიანთი დრო პრიორიტეტების მიხედვით, როგორ მოახდინონ სტრესის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება და მართვა, და როგორ გააუმჯობესონ პროფესიული და პირადი ეფექტიანობა.


ტრენინგის შინაარსი

1. რა არის დროის მართვა და მისი სარგებელი

• დროის ეფექტურად მართვისთვის საჭირო უნარები

• დროის ცუდად მართვის გამომწვევი ფაქტორები

2. დროის მართვის ძირითადი პრინციპები

• SMART მიზნების დასახვა

• პრიორიტეტების განსაზღვრა - Eisenhower Matrix, Pareto Principle

3. სტრესის მართვა

• ბალანსის პოვნა და სტრესის შემცირება

• დელეგირება

• უკუკავშირი

4. ზოგადი რჩევები და საუკეთესო პრაქტიკები

•7 სტრატეგია დროის უკეთ სამართავად

•როგორ გავაუმჯობესოთ დროის მართვის უნარები


ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  1. დროის მართვის ეფექტური ტექნიკების გამოყენებას — მათ შორის პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შედგენა და დროის ფლანგვის თავიდან აცილება;

  2. სტრესის გამომწვევი ძირითადი წყაროების იდენტიფიცირებას და მათი დაძლევის შესაბამისი მიდგომების არჩევას;

  3. პროდუქტიულობის და სამუშაო მოტივაციის ამაღლებას ყოველდღიურ საქმიანობაში;

  4. ბალანსის დაცვას პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს გადატვირთვის და პროფესიული დაწვის (burnout) რისკს.


ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი

  • Facebook
  • LinkedIn

კონტაქტი

Tel: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page