top of page
The School of Teaching and Development is an educational institution whose goal is to provide high-quality teaching and development.

L&D School

Search

მუშაობს, მაგრამ არ ვითარდება: რატომ სჭირდებათ მენეჯერებს მუდმივი სწავლა?

გახსენდება მენეჯერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სწორად, მაგრამ გუნდი მაინც არ პროგრესირებს? გეგმავს, აკონტროლებს, მართავს — მაგრამ ინოვაცია არ ჩნდება, მოტივაცია ქრება, საუკეთესოები მიდიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი მუშაობს, მაგრამ არ ვითარდება - და არც სხვებს ეხმარება განვითარებაში.

ree

მუშაობა ≠ განვითარება. ძალიან მარტივია მივყვეთ რუტინას: თათბირები, სტატუსები, KPIs, პრობლემების მოკლევადიანი გადაწყვეტა. მაგრამ მენეჯმენტი დღეს აღარ არის მხოლოდ ოპერაციული ეფექტიანობა - ის არის უწყვეტი თვითგანვითარება და სხვების განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. თუ არ ვსწავლობთ, ჩვენი უნარები დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება, განსაკუთრებით დღეს, როცა ცვლილებები უფრო სწრაფია, ვიდრე ოდესმე.

რას კარგავს მენეჯერი, რომელიც არ ვითარდება?

  1. თანამშრომლების ნდობას – გუნდები სწრაფად გრძნობენ, როცა ლიდერი გაჩერებულია განვითარების ერთ საფეხურზე.

  2. ადაპტაციის უნარს – ცვლილებები უწყვეტია: AI, დისტანციური მუშაობა, თაობათა მენეჯმენტი. ვინც არ ვითარდება, დროულად ვერ ერგება ახალ გამოწვევებს.

  3. სწრაფი რეაგირების უნარს – როცა მხოლოდ გამოცდილებას ეყრდნობი, ყველაფერი „ძველი რუკით მოძრაობას“ ჰგავს სამყაროში, რომელიც ყოველდღე იცვლება.


რატომ არის სწავლა მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი უნარი?

  • შენ ხარ გუნდში ცოდნის შემომტანი, თუ შენ არ სწავლობ, ვერც სხვას შეასწავლი.

  • შენ ხარ მაგალითი, თუ ლიდერი არ ვითარდება, რატომ უნდა სჯეროდეს გუნდს, რომ მათ განვითარებას მნიშვნელობა აქვს?

  • შენ ქმნი კულტურას, სწავლის კულტურა გარდაუვლად იწყება ზედა რგოლიდან.

 

როგორ შეუძლიათ მენეჯერებს სწავლის ინტეგრირება ყოველდღიურობაში?

  1. Microlearning – დღეში 10 წუთი თვითგანვითარება. სწავლა შეიძლება იყოს მცირე კურსით, ქიგნით, სტატიით და ა.შ.

  2. რეფლექსია შეხვედრების შემდეგ – „რა ვისწავლე ამ კვირაში როგორც ლიდერმა?“

  3. Peer-learning გუნდთან ერთად – როცა სწავლა ხდება კოლექტიური პროცესით.

  4. მენტორის პოვნა ან მენტორობა სხვებისთვის – სწავლა ორმხრივია.

  5. ტრენინგი კი არა – სწავლაზე მიჩვევა – მთავარია არ ვიყოთ ჩაციკლულები სწავლების ფორმაზე, არამედ პროცესზე.


წარმატება = მუდმივი განვითარება. როდესაც მენეჯერი ვითარდება, გუნდის განვითარება უკვე ბუნებრივ შედეგად მოდის.

 

და ბოლოს, შენ როდის ისწავლე რამე ისეთი, რაც შენი გუნდისთვის გამოიყენე?

 

 
 
 

Comments


  • Facebook
  • LinkedIn

Contact

Phone: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page