დროის მართვა და სტრესის კონტროლი
- contact19500
- Nov 1, 2024
- 1 min read
დროის მართვა და სტრესის კონტროლი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
სტრესი და დაღლილობა ნორმალურია, მაგრამ მათი მართვა შეიძლება, რაც განაპირობებს იყოთ ბევრად უფრო ეფექტური და ბედნიერი ადამიანი.
დროის ეფექტურად მართვის გზით, შეგიძლიათ განსაზღვროთ პრიორიტეტები და შექმნათ დასვენების საშუალება. რაც არა მხოლოდ მენტალურად დაგეხმარებათ, არამედ გააძლიერებს თქვენს პროდუქტიულობასაც.
დროის ეფექტურად მართვის ზოგადი რჩევები:
• შექმენით გასაკეთებელი საქმეების გეგმა
• დასახეთ პრიორიტეტები
• დაიწყეთ ადრე
• დაყავი დიდი დავალებები პატარა ნაწილებად
• გამოიმუშავეთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
• გააკეთეთ სწორი დელეგირება
• დასახეთ SMART მიზნები
• დასახეთ ვადები
• დააწესეთ საზღვრები და საჭიროებისამებრ თქვით „არა“
• შეამცირეთ ხელისშემშლელი ფაქტორები
• ეცადეთ არ აკეთოთ რამდენიმე საქმე ერთად
• დაადგინეთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური დრო საქმის გასაკეთებლად
• ეცადეთ გაუმკლავდე სტრესს

სტრესის მართვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის, ურთიერთობებისთვისაც. როდესაც ფსიქოლოგიურად კარგად გრძნობთ თავს, უკეთესად შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს, იყოთ ყურადღებიანი და კომუნიკაბელური.
სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც გვეხმარება რომ უფრო მეტად მედეგი იყოს ჩვენი გონება და ორგანიზმი მუდმივი გამოწვევების მიმართ:
• რეგულარული ფიზიკური აქტივობა კვირის უმეტეს დღეებში
• დასვენება, განტვირთვა
• ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარება
• ჰობისთვის დროის გამოყოფა - წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა
• საკმარისი ძილი
• ჯანსაღი, ბალანსირებული კვება
• თამბაქოს და ალკოჰოლის არ გამოყენება
• თავის არიდება იმ მოვლენებისგან, რომელიც გვანერვიულებს
• თუ თავს ვერ ვარიდებთ, მოგვარება ან მედეგობის გამომუშავება
იყავით ფიზიკურად აქტიურები, დაუთმეთ დრო მეგობრებს და ოჯახს, ისიამოვნეთ მომენტებით,რომლებიც გაბედნიერებთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების სწრაფი ტემპი ზოგჯერ გვატყუებს, ნება მიეცით საკუთარ თავს აღნიშნოთ მცირე წარმატებები, იმუშავეთ საკუთარი სიზარმაცის წინააღმდეგ და რაც მთავარია, იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
დროისა და სტრესის მართვის ტექნიკები დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო მდგრადი, ბედნიერი დაწარმატებული ადამიანი. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ თავად გაქვთ ძალა, აკონტროლოთ თქვენიდრო და ემოიცები!






Comments