L&D-ის ძირითადი მიზნები და სარგებელი
- Ele Zerekidze
- Sep 4, 2024
- 2 min read
სწავლება განვითარების სისტემა(L&D) ეხმარება კომპანიებს ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში, კომპანიის კულტურის გაძლიერებასა და ჩართულობის ზრდაში.
L&D სტრატეგია იწყება ონბორდინგის სისტემით, რომელიც ეხმარება თანამშრომლებს ინტერპერსონალური უნარების გაძლიერებაში, ახალი უნარების სწავლასა და მათი პროფესიისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნის ზრდაში.
McKinsey & Company-ის მიხედვით, თანამშრომლების განვითარების პროგრამები და თანამშრომლების სწავლებისა და განვითარების (L&D) ინიციატივები ხუთ ძირითად სარგებელს მოიცავს: კვალიფიციური სამუშაო ძალის მოზიდვა და შენარჩუნება, თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა, სამუშაო ძალის დამატებითი უნარებით უზრუნველყოფა და ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურისა და ბრენდის განვითარება.

1. მოიზიდეთ და შეინარჩუნეთ კვალიფიციური სამუშაო ძალა
კომპანიებს გლობალურად უჭირთ სამუშაო ძალის შენარჩუნება. მზარდ კონკურენტულ გარემოში, სწავლებისა და განვითარების პროგრამის შეთავაზება დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ, როგორც კომპანია, სადაც ხალხი მუშაობას მოისურვებს.
2. გააძლიერეთ გუნდის მოტივაცია და ჩართულობა.
ტალანტის შენარჩუნებაზე საუბრისას, LinkedIn-ის 2023 წლის სამუშაო ადგილის სწავლების ანგარიში აჩვენებს, რომ სამუშაოს დატოვების ხუთი ძირითადი მიზეზიდან სამი არის : ახალი უნარების სწავლა, კომპანიის შიგნით ზრდა და გამოწვევები. ძლიერი სწავლებისა და განვითარების სტრატეგიის შეთავაზება დაგეხმარებათ დააკმაყოფილოთ ეს საჭიროებები თქვენი თანამშრომლებისთვის, გაზარდოთ მათი ჩართულობა და მოტივაცია .
3. გააუმჯობესეთ გუნდის უნარები
სწავლებისა და განვითარების კარგი სისტემის მეშვეობით შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს გუნდს უნარების გაუმჯობესებაში. თქვენი თანამშრომლები კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი აქტივია და მათი შესაძლებლობების განვითარებაში დროისა და რესურსების ინვესტირება დროთა განმავლობაში მეტ ზრდას მოგცემთ. ამასთან, სწავლება და განვითარება დაგეხმარებათ მოამზადოთ თანამშრომლები ლიდერულ როლებზე ან უფრო კვალიფიციურ პოზიციებზე გადასასვლელად.
4. სამუშაო ძალის დამატებითი უნარებით უზრუნველყოფა
სწავლებისა და განვითარების პროგრამა არის საშუალება პიროვნული უნარების განვითარებისა და გუნდის ჰარმონიის . ძლიერ სწავლებისა და განვითარების სტრატეგიას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი თანამშრომლების მენტალური კეთილდღეობა და ბედნიერება, რაც ხშირად პირდაპირ აისახება მათ მიერ მიწოდებულ შედეგებზე.
5. კულტურის და ბრენდის ღირებულებებთან შესაბამისობა.
კულტურა იწყება ხელმძღვანელობიდან და ვრცელდება ორგანიზაციის ყველა დონეზე. როდესაც თქვენი კომპანია სწავლასა და განვითარებას პრიორიტეტად აქცევს, შეგიძლიათ აჩვენოთ ის ღირებულებები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს კომპანიაში.
l&D: What is Learning and Development/Coursera






Comments