top of page
The School of Teaching and Development is an educational institution whose goal is to provide high-quality teaching and development.

L&D School

Search

რა არის GAP ანალიზი და რაში ეხმარება ის ორგანიზაციებს

Updated: Sep 19, 2024

უნარების Gap  ანალიზი არის სისტემური პროცესი, რომელიც გამოავლენს თანამშრომლების იმ უნარ-ჩვევების დანაკლისს, რომლებიც საჭიროა ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად ან კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. ორგანიზაციები აფასებენ თანამშრომლების არსებულ უნარებს, ადარებენ მათ როლებისთვის სასურველ უნარებს და ადგენენ ამ ორს შორის არსებულ სხვაობას.

 

ეს ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რათა ამოიცნოთ ის სფეროები, სადაც თანამშრომლებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი ტრენინგი ან განვითარება თავიანთი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად. ამ ხარვეზების იდენტიფიცირებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან მიზანმიმართული სასწავლო პროგრამები, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები დასაქმების თაობაზე და სტრატეგიულად გააერთიანონ სამუშაო ძალის განვითარება ბიზნეს მიზნებთან.

ree

უნარების Gap ანალიზის ძირითადი სარგებელი მოიცავს:

•       ტრენინგების მჭიდროდ დაკავშირებას ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან

•       ტრენინგ საჭიროებების იდენტიფიცირებას

•       ტრენინგ ბიუჯეტის სტრატეგიულად დაგეგმვას

•       ტალანტების განვითარებასა და შენარჩუნებას

•       ძლიერი გუნდების შექმნას

•       კონკურენტული უპირატესობის ზრდას

•       რეკრუტმენტის სტრატეგიის შემუშავებას

•       უკვე ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის შეფასებას


ანალიზი გვეხმარება ტრენინგ საჭიროებების იდენტიფიცირებაში - ინდივიდების, დეპარტამენტებისა და სრულად ორგანიზაციის ჭრილში.

 

Gap ანალიზის პროცესი:

ree

Gap ანალიზის შემდგომი ნაბიჯები:


მას შემდეგ, რაც ჩატარდება უნარების Gap ანალიზი და გამოავლინეთ სხვაობები,  დროა მიიღოთ ზომები. აქ არ არსებობს ერთგვაროვანი გამოსავალი. თუმცა, რამდენიმე მეთოდი დაგეხმარებათ გაამყაროთ კავშირი თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებსა და თანამშრომლების კომპეტენციებს შორის.

უნარების დანაკლისის შემცირების ერთ-ერთი გზა არის თანამშრომლების განვითარებისა და ტრენინგების კარგად შედგენილი პროგრამები. თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ან ხელახალი კვალიფიკაციისთვის ინდივიდუალურად მორგებული სწავლის გამოცდილების შექმნა უზრუნველყოფს მიმდინარე და მომავალი ორგანიზაციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ჩვენ დაგეხმარებით ანალიზის ჩატარების პროცესში და შედეგების რეპორტის შექმნაში https://www.ldschool.ge/კვლევები

Comments


  • Facebook
  • LinkedIn

Contact

Phone: +995 557 005009


L&D School

Continuous growth and development

bottom of page